Saturday, November 16, 2013

მეცხრე დღე

საოცარი დღე იყო.ყველაფერი კარგად დამთავრდა.მოვისმინე ჩემი ჯგუფის წევრების პორტფოლიოს პრეზენტაცია. თავადაც წარვადგინე.შევიტანე შესწორებები,,დავამატე წვრილმანები.დავაარქივე და გამოვაქვეყნე.
ყველაზე კარგი და მრავლის მომცველი ტრენინგი იყო ,მათ შორის,რაც კი გამივლია.საკუთარ თავზე ბევრი უნდა ვიმუშაო,ამგვარი საქმის კეთება კოლოსალურ შრომას მოითხოვს.განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა,
რაც ჩემთვის სამწუხაროა,მე-6 და მე-7 დღე გავაცდინე,თუმცა ტრენერის დახმარებით,ჯგუფის წევრების ხელშეწყობით ყველაფერში გავერკვიე.
ვთვლი, რომ ჩემს ჯგუფში საუკეთესო პედაგოგები მუშაობდნენ.საოცარი მუხტი მოდიოდა.საინტერესო იდეებით იყო დატვირთული  ყველა სამუშაო დღე.
მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ.ასეთი ტრენინგები ხშირად უნდა ჩატარდეს.იმედი მაქვს კიდევ უფრო საინტერესო ტრენინგები დაიგეგმება ჩვენთვის.

No comments:

Post a Comment