Saturday, November 16, 2013

მეცხრე დღე

საოცარი დღე იყო.ყველაფერი კარგად დამთავრდა.მოვისმინე ჩემი ჯგუფის წევრების პორტფოლიოს პრეზენტაცია. თავადაც წარვადგინე.შევიტანე შესწორებები,,დავამატე წვრილმანები.დავაარქივე და გამოვაქვეყნე.
ყველაზე კარგი და მრავლის მომცველი ტრენინგი იყო ,მათ შორის,რაც კი გამივლია.საკუთარ თავზე ბევრი უნდა ვიმუშაო,ამგვარი საქმის კეთება კოლოსალურ შრომას მოითხოვს.განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა,
რაც ჩემთვის სამწუხაროა,მე-6 და მე-7 დღე გავაცდინე,თუმცა ტრენერის დახმარებით,ჯგუფის წევრების ხელშეწყობით ყველაფერში გავერკვიე.
ვთვლი, რომ ჩემს ჯგუფში საუკეთესო პედაგოგები მუშაობდნენ.საოცარი მუხტი მოდიოდა.საინტერესო იდეებით იყო დატვირთული  ყველა სამუშაო დღე.
მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ.ასეთი ტრენინგები ხშირად უნდა ჩატარდეს.იმედი მაქვს კიდევ უფრო საინტერესო ტრენინგები დაიგეგმება ჩვენთვის.

შორენა ცინაძე-პორტფოლიო

Sunday, November 3, 2013

მეექვსე დღე

ყველაზე კარგი დღე.შემიძლია დავტკბე ჩემი ნამუშევრით.უკვე გამოვაქვეყნე ჩემი პრეზენტაცია,ველოდები კომენტარებსა და შენიშვნებს.წინ საკმაოდ რთული ერთი კვირა  გველოდება დახუნძლული დავალებებით!

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, November 2, 2013

მეხუთე დღე

საკმაოდ რთული სამუშაო დღე მქონდა,ბევრი ვიწვალე,ვიჯახირე,მაგრამ ნათქვამია"ვინც ეძებს,აუციებლად პოულობსო"ვფიქრობ გამომივიდა ისე ,როგორც მინდოდა,გზავნილი ზუსტ ადრესატთან მივიდა.ვთქვი ის,რისი თქმაც მინდოდა,ამაში დამეხმარა  ჯგუფში პრობლემების გაზიარება,საიდანაც ყველაფერზე ამომწურავ და  საჭირო პასუხებს ვიღებ.პროფესიული ზრდისთვის ამგვარი მუშაობა ყველაზე კარგია.პრობლემის გადაჭრა მარტოს არ გიხდება,ამაში შენი ტრენერი და ჯგუფის წევრებიც გულწრფელად გეხმარებიან.მადლობა ყველას. 

მეოთხე დღე

საინტერესო დავალების  შესრულება დაგვევალა,თითოეულმა ჩვენგანმა შემდეგი ტრენინგის დღეს უნდა გააკეთოს პრეზენტაცია პროექტის თემის გარშემო.თითქმის ჩონჩხი უკვე გვაქვს,მთავარია, სათქმელი იყოს ძირითადი,ნათელი და ორიგინალური.აქვე უნდა ჩავსვათ სლაიდები,რათა სათქმელი კიდევ უფრო მეტ ემოციას აღძრავდეს.ყველას წარმატებას ვუსურვებ.

მესამე დღე

ტრენინგი თანდათან საინტერესო ხდება,იკლო დაძაბულობამ.სიახლეებმა ჩემი ყურადღება სრულიად მოიცვა.ახლის ძიებაში ვარ.ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე ფიქრი,რაღაც ორიგინალურზე ფიქრობს ყველა და ,მათ შორის მეც.მიხაროა,რომ, ასე თუ  ისე, თავს თავისუფლად ვართმევ დავალებებს.ტრენერის მონდომება სტიმულია იმისა,რომ ვიყოთ სულ მუდამ ახლის ძიებაში.სულგრძელად უძლებს  თითოეული ჩვენგანის წუწუნს,მოთმინებით გვიხსნის ყველაფერს თავიდან.

Sunday, October 20, 2013

მეორე დღე

წინა დღესთან შედარებით უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა,მეთი რწმენით ვმუშაობ,გამიჩნდა სხვადასხვა იდეები,ვისწავლე როგორ ვიმუშაო გაკვეთილის გეგმის ელოქტრონულ ვერსიაზე,როგორ მოვამზადო პუბლიკაციები,შევქმნა ბუკლეტი.ზოგადად,ვცდილობ ვიმუშო.თუმცა ,მაინც ძალან მერთულება.

Saturday, October 19, 2013

პირველი დღე

ტრენინგის 1-ლი დღე საკმაოდ რთული მეჩვენა,მასალა  ვრცლია,თუმცა გასაგები.ვეცდები უფრო მეტი ყურადგებით ვიმუშაო.რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო,გავიგე როგორ უნდა დაიწყოს მუშაობა  სქემაში ჩართულმა მასწავლებელმა,რომ არ დაეკარგოს ნამუშევარი,რას ეფუძნება პროექტებით სწავლება.უკეთ განვსაზღვრე ჩემი როლი მოსწავლის გავითარებაში.ტრენერთან ურთიერთობა სხვა დროსაც მქონია,საკმაოდ კარგი ტრენინგები იყო,ტრენერის კომპეტენტურობა აუცილებელია,რათა არ გაგიჭირდეს სიახლის მიღება.